აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის თმაზე იხუმრა.
„როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ბაიდენმა ჩრდილოეთ ამერიკის სამშენებლო პროფკავშირების მიერ გამართულ ღონისძიებაზე თქვა.
„სხვათა შორის, გვახსოვდეს, რომ კოვიდთან ბრძოლისას მან შემოგვთავაზა გამათეთრებლის ვენაში შეყვანა. ააცილა და ყველაფერი მის თმაზე გადავიდა. ისე, ეს არ უნდა მეთქვა. თქვენ ჩემზე ცუდ გავლენას ახდენთ“, – განუცხადა ბაიდენმა შეკრებილებს.