მედიის ცნობით, ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა რუსეთს წინასწარ აცნობეს
აშშ-ის პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა რუსეთს წინასწარ აცნობეს, რათა თავიდან აერიდებინათ ექსცესები, რასაც ორ ქვეყანას შორის პირდაპირი კონფლიქტის გამოწვევა შეეძლო.
როგორც თეთრ სახლში განმარტავენ, „საბაზისო კომუნიკაცია რუსებთან კონფლიქტური სიტუაციის თავიდან არიდებისთვის შედგა“. ბაიდენის ვიზიტის განმავლობაში კი საჰაერო რადარი E-3 Sentry და ელექტროთვითმფრინავი RC-135W Rivet Joint პოლონეთის საჰაერო სივრციდან აწარმოებდნენ დაკვირვებას კიევზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა კიევში ვიზიტისას ახალი სამხედრო დახმარების პაკეტისა და რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციების შესახებ განაცხადა.
როგორც მედია იუწყება, ჯო ბაიდენი კიევში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა.