მედიის ცნობით, ჯო ბაიდენის ანალიტიკურ ცენტრსა და კერძო რეზიდენციაში, საერთო ჯამში, 20 საიდუმლო დოკუმენტი აღმოაჩინეს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ანალიტიკურ ცენტრსა და კერძო რეზიდენციაში, საერთო ჯამში, 20 საიდუმლო დოკუმენტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიბიესი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ბაიდენის ავტოფარეხსა და „პენ ბაიდენის ცენტრში“ აღმოჩენილ მასალაში არის ზესაიდუმლო დოკუმენტებიც.
ანონიმური წყარო ამერიკულ მედიასთან აღნიშნავს, რომ ზესაიდუმლო ინფორმაციის გაჟონვამ შეიძლება, „განსაკუთრებულად სერიოზული ზიანი“ გამოიწვიოს.
როგორც „სიბიესი“ წერს, ზესაიდუმლო არის კლასიფიკაციის სამი ძირითადი დონიდან უმაღლესი: კონფიდენციალური, საიდუმლო და ზესაიდუმლო.
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა დაასახელა სპეციალური პროკურორი, რობერტ ჰური, რომელიც გამოძიებას ზედამხედველობას გაუწევს.