მედიის ცნობით, იტალიის საზღვართან ნავი ჩაიძირა, რომელზეც მიგრანტები იმყოფებოდნენ, 20-მდე ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია
მედიის ცნობით, იტალიის საზღვართან ნავი ჩაიძირა, რომელზეც მიგრანტები იმყოფებოდნენ, 20-მდე ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია

იტალიის საზღვართან ჩაიძირა ნავი, რომელზეც მიგრანტები იმყოფებოდნენ, 20-მდე ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია.

შემთხვევა კუნძულ ლამპედუზასთან მოხდა. მედიის ცნობით, მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი უკვე იპოვეს. ჩაძირული ნავიდან 22 ადამიანი გერმანული ჰუმანიტარული ორგანიზაციის გემმა ამოიყვანა.

სამაშველო ჯგუფების თქმით, ადამიანები დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ წყალში, ვიდრე მათ შენიშნავდნენ. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე გრძელდება.