ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება, დაკავებულია 17 ადამიანი
ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება, დაკავებულია 17 ადამიანი

ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება, დაკავებულია 17 ადამიანი. ინფორმაციას Timesofisrael ავრცელებს.

მომიტინგეები თელ ავივში შეიკრიბნენ და დაიწყეს საპროტესტო მსვლელობა, რომელსაც „წინააღმდეგობის დღეს“ უწოდებენ. აქციის მონაწილეებმა ათობით ლოკაციაზე გზატკეცილები გადაკეტეს.

მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებისას სულ 17 ადამიანი დააკავეს. მათგან 14 პირი ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში, ერთი – თელ ავივის რაიონში, ორი კი სანაპიროს რეგიონში დააკავეს. მათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ედებათ ბრალი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ქსენეთი სასამართლო რეფორმას მომავალ კვირას დაამტკიცებს.

შეგახსენებთ, პარლამენტმა გასული კვირის დასაწყისში მხარი დაუჭირა სასამართლო რეფორმის ძირითად ნაწილებს, თუმცა კანონპროექტს დასამტკიცებლად კიდევ ორი კენჭისყრის გავლა სჭირდება.