მედიის ცნობით, ისრაელმა სირიის ცენტრალურ რეგიონზე იერიში განახორციელა
საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“, სირიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელმა სირიის ცენტრალურ რეგიონზე იერიში განახორციელა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაჭრილია ექვსი სამხედრო.
სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით სირიის საჰაერო თავდაცვამ ქალაქ ჰომსზე განხორციელებული თავდასხმა მოიგერია.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმას მატერიალური ზარალიც მოჰყვა.