მედიის ცნობით, ისრაელმა ახალი ავიაიერიშები მიიტანა ლიბანის სამხრეთ ნაწილზე
მედიის ცნობით, ისრაელმა ახალი ავიაიერიშები მიიტანა ლიბანის სამხრეთ ნაწილზე

ისრაელმა ახალი ავიაიერიშები მიიტანა ლიბანის სამხრეთ ნაწილზე, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ინფორმაციას ადასტურებს ლიბანის სახელმწიფო სააგენტოც.

დაშავებულების შესახებ ცნობები ჯერ არ ვრცელდება.

ლიბანზე მიტანილი ავიაიერიშების შესახებ ინფორმაცია იმ ფონზე ვრცელდება, როდესაც აშშ და ირანი შეთანხმების ხელმოსაწერად ემზადებიან. ამ ეტაპზე მემორანდუმის ტექსტი არ გამოქვეყნებულა, თუმცა პაკისტანში, რომელიც ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს, აცხადებენ, რომ დოკუმენტი მოიცავს ლიბანსაც.

16 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს ლიბანთან მიმართებით. დიდი შვიდეულის სამიტზე მედიასთან საუბრისას ტრამპმა ასევე თქვა, რომ ისრაელი ლიბანში მოქმედ დაჯგუფებას, „ჰეზბოლას“, უკვე დიდი ხანია, ებრძვის და ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება.