მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ლიბანის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ კირიატ შმონას მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება გასცა
ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ლიბანის საზღვართან ახლოს, ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე ქალაქ კირიატ შმონას მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება გასცა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, მაიან ლაზაროვიჩის თქმით, ლიბანის საზღვართან მდებარე ქალაქ კირიატ შმონაში 23 000 ადამიანი ცხოვრობს და მათი ევაკუაცია სავალდებულოა.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსახლეობას სხვადასხვა სასტუმროებში გადაიყვანენ.
მანამდე, ისრაელის სამხედროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თავს დაესხნენ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ სამხედრო ობიექტებს ლიბანის საზღვართან. ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ დარტყმები განხორციელდა ისრაელში სროლის საპასუხოდ.