მედიის ცნობით, ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორში ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორი და რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს
მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორში ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორი და რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს.
ისრაელის ძალები ამტკიცებდნენ, რომ ღაზის უდიდესი ჰოსპიტალი „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრად გამოიყენებოდა.
ამასთან, ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ისრაელის არმიის წარმომადგენლებმა ინდონეზიური ჰოსპიტლის თანამშრომლებს უბრძანეს, საავადმყოფოს ტერიტორია ოთხ საათში დატოვონ.
როგორც მედია წერს, საავადმყოფოს მახლობლად დაბომბვა გრძელდება. ინდონეზიურ საავადმყოფოში 200-მდე პაციენტია დარჩენილი. გუშინ საავადმყოფოდან 450 პაციენტი გაიყვანეს.