ისრაელის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ერაყმა გაერო-ს საპროტესტო წერილი გაუგზავნა
ისრაელის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ერაყმა გაერო-ს საპროტესტო წერილი გაუგზავნა

ისრაელის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ერაყმა გაერო-ს საპროტესტო წერილი გაუგზავნა. ერაყის მთავრობის პრესსპიკერის, ბასიმ ალავადის განცხადებით, საპროტესტო წერილი გაეგზავნა გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს და უსაფრთხოების საბჭოს, სადაც დაგმობილია ისრაელის მიერ ერაყის საჰაერო სივრცის და სუვერენიტეტის დარღვევა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენება ირანზე თავდასხმისთვის.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ ს. ალ-სუდანმა ასევე დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაუკავშირდეს ამერიკულ მხარეს ამ დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც ეფუძნება ორმხრივი სტრატეგიული ჩარჩოშეთანხმების პირობებს და შეერთებული შტატების ვალდებულებას ერაყის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის მიმართ.

„ის არ დაუშვებს ერაყის საჰაერო სივრცის ან ხმელეთის გამოყენებას სხვა ქვეყნებზე თავდასხმისთვის, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებზე, რომლებთანაც ერაყი იზიარებს ურთიერთპატივისცემასა და ინტერესებს. ეს პოზიცია ასახავს ერაყის ერთგულებას რეგიონული სტაბილურობისადმი, რომელიც მიზნად ისახავს, არ დაუშვას თავისი ტერიტორიის გამოყენება რეგიონულ კონფლიქტებში და ხელი შეუწყოს კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტას დიალოგისა და ურთიერთგაგების გზით“, – განაცხადა ერაყის მთავრობის პრესსპიკერმა, ბასიმ ალავადიმ.