მედიის ცნობით, ისრაელელმა სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროზე მდებარე საავადმყოფოში სამი პალესტინელი მებრძოლი მოკლეს
მედიის ცნობით, ისრაელელმა სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროზე მდებარე საავადმყოფოში სამი პალესტინელი მებრძოლი მოკლეს

ისრაელელმა სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროზე მდებარე საავადმყოფოში სამი პალესტინელი მებრძოლი მოკლეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამხედრო დაჯგუფების წევრები ჯენინის საავადმყოფოში იმალებოდნენ.

როგორც „ბიბისი“ წერს, საავადმყოფოში მოკლული სამი ადამიანიდან ერთ-ერთი – „ჰამასის“ წევრი, ხოლო ორი პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ წევრები იყვნენ, რომლებიც ჯენინის საავადმყოფოში მკურნალობდნენ.

მედიის ცნობით, პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტრომ ისრაელი სავაადმყოფოში „ახალი სასაკლაოს“ მოწყობაში დაადანაშაულა.