მედიის ცნობით, ირანში მასშტაბური ანტისახელისუფლო აქციების დროს დაკავებული 22 000 ადამიანი შეიწყალეს
ირანმა მასშტაბური ანტისახელისუფლო აქციების დროს დაკავებული 22 000 ადამიანი შეიწყალა.
როგორც „როიტერი“ ადგილობრივ სახელისუფლებო მედიაზე დაყრდნობით იუწყება, ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ 82 000 ადამიანი შეიწყალა, მათ შორის 22 000 საპროტესტო აქციების დროს დაკავებულია.
ამ დროისთვის უცნობია, როდის გაათავისუფლებენ აღნიშნულ პირებს.