მედიის ცნობით, ირანში აცხადებენ, რომ ისრაელში აშშ-ის იარაღის გაგზავნა ღაზაში ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს
ირანში აცხადებენ, რომ ისრაელში აშშ-ის მიერ იარაღის გაგზავნა ღაზაში ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს, – ამის შესახებ „სიენენი“ ირანის სახელმწიფო გამოცემა Tasnim-ზე დაყრდნობით წერს.
„აშშ-ის ფართო მხარდაჭერა, მათ შორის, სიონისტური რეჟიმისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის გაგზავნა, განიხილება, როგორც აშშ-ის მთავრობის მონაწილეობა სიონისტური რეჟიმის დანაშაულებებში. ეს კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას ღაზაში“, – განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა, გენერალმა მოჰამედ ბაგერიმ.
ამასთან ერთად, ბაგერიმ აღნიშნა, რომ ომის დანაშაულებების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სერიოზული მოქმედება.