მედიის ცნობით, ირანმა ჩაშალა აშშ-ის განზრახვა ირანულ ტანკერზე თავდასხმასა და ნავთობის ჩამორთმევის შესახებ
აშშ-მა ომანის ზღვაში ირანული ტანკერი დააკავა და ნავთობი სხვა ტანკერზე გადაიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
ირანული მედია წერს, რომ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედროებმა შვეულმფრენებით ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ტანკერზე კონტროლი დაამყარეს. ამის შემდეგ, ამერიკელი სამხედროები ტანკერს შვეულმფრენებით და ხომალდებით დაედევნენ, მაგრამ მისი დაკავება ვეღარ შეძლეს.
ირანული მედიის ცნობით, ტანკერი ამჟამად ირანის ტერიტორიულ წყლებში იმყოფება.