მედიის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატარელ კოლეგას უთხრა, რომ ისრაელ-„ჰამასის“ ომის გაფართოება გარდაუვალია
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა კატარელ კოლეგას, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანის სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ ისრაელ-„ჰამასის“ ომის გაფართოება გარდაუვალია.
ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
„ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის ინტენსივობის გაზრდის გამო, ომის მასშტაბების გაფართოება გარდაუვალი გახდა“, – განუცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატარელ კოლეგას.