მედიის ცნობით, ირანის ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა
მედიის ცნობით, ირანის ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა

ირანის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ყუმის ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ერთ-ერთ სპირტის მწარმოებელ ქიმიურ საწარმოში ხანძარი გაჩნდა, რომელმაც რამდენიმე აფეთქება გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი მეხანძრე დაშავდა.

ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის, ჰამიდ ყურეიმის თქმით, მობილიზებულია 100-ზე მეხანძრე და 20 ერთეული სპეციალური ტექნიკა.

„ადგილობრივი დროით 06:02 სთაათზე, ინდუსტრიულ ზონაში მდებარე „მოლდანის“ ქიმიურ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, რასაც რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოჰყვა. ქარხნის ნაწილის ევაკუაცია და ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოხერხდა, რითაც თავიდან იქნა აცილებული უფრო მასშტაბური ზარალი“, – აღნიშნა ყურეიმიმ.

ინციდენტთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მომხდარი მიზეზები ჯერ უცნობია.