მედიის ცნობით, ირანის ქალაქ ქერმანში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააკავეს
ირანის ქალაქ ქერმანში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააკავეს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, აჰმად ვაჰიდის განცხადებით, დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან თავდასხმაში ან მის მხარდაჭერაში. ისინი ქვეყნის ხუთ პროვინციაში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებებისას აიყვანეს. მინისტრმა დამატებითი დეტალების გასაჯაროებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, სოლეიმანის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 103 ადამიანი დაიღუპა, 188-ზე მეტი კი დაშავდა.