მედიის ცნობით, ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემას უარყოფს
ირანი რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემის ფაქტს უარყოფს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ შინაარსის განცხადება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ნასერ კანანიმ გააკეთა.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა გავრცელებულ ამბავს, კონფლიქტში გამოსაყენებლად რუსეთისთვის დრონების გადაცემის შესახებ, უსაფუძვლოდ მიიჩნევს და არ ადასტურებს“, – განაცხადა კანანიმ.
მისი თქმით, ირანი ნეიტრალიტეტის და კონფლიქტში არ ჩარევის პოლიტიკას აგრძელებს.