მედიის ცნობით, იოავ გალანტმა და ლოიდ ოსტინმა სატელეფონო საუბრისას რეგიონული საფრთხეები განიხილეს
ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს ტელეფონით ესაუბრა. გალანტმა და ოსტინმა როგორც ოპერატიული, ასევე სტრატეგიული საკითხები განიხილეს. The Times of Israel-ის ცნობით, გასულ კვირებში კოლეგებმა შვიდჯერ გამართეს სატელეფონო საუბარი.
„გალანტმა დეტალურად ისაუბრა ისრაელის თავდაცვის ძალების მზადყოფნასა და შესაძლებლობებზე ირანისა და მისი რეგიონული მარიონეტებისგან მომდინარე საფრთხის ფონზე“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის სამინისტროში.
მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაზე. მან მადლობა გადაუხადა ოსტინს აშშ-ის ერთგულებისთვის.