ინდოეთმა ბალისტიკური რაკეტა Agni-V გამოსცადა, რომელსაც „მიწა-მიწას“ კლასის ბირთვული პოტენციალი აქვს და რომლის დაფარვის მანძილი 5 000 კილომეტრია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეს რაკეტის პირველი ოპერატიული გამოცდაა.
„Agni-V-ს წარმატებული გამოცდა შეესაბამება ინდოეთის გაცხადებულ პოლიტიკას ბირთვული შეკავების უზრუნველსაყოფად, რომელიც პირველ რიგში, ეფუძნება ვალდებულებას, არ იყოს გამოყენებული იარაღი“, – ნათქვამია ინდოეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
Agni-V შეიქმნა თავდაცვის კვლევისა და განვითარების ორგანიზაციისა და Bharat Dynamics Limited-ის მიერ. მისი წონა დაახლოებით 50 ტონაა. რაკეტის სიმაღლე 17,5 მეტრია, ხოლო დიამეტრი ორი მეტრი.