მედიის ცნობით, იერუსალიმისა და ბეთლემის დამაკავშირებელ გზაზე, საკონტროლი პუნქტთან სამმა შეიარაღებულმა პალესტინელმა ეჭვმიტანილმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა
იერუსალიმისა და ბეთლემის დამაკავშირებელ გზაზე, საკონტროლი პუნქტთან სამმა შეიარაღებულმა პალესტინელმა ეჭვმიტანილმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაშავებულია ექვსი ადამიანი.
ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.
პოლიციის ცნობით, უსაფრთხოების ძალების მიერ გახსნილი საპასუხო ცეცხლის შედეგად სამივე თავდამსხმელი მოკლულია.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები შემთხვევის ადგილზე მანქანით მივიდნენ და ისრაელის ძალების მისამართით ცეცხლი გახსნეს. საგანგებო სამსახურების ცნობით, ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია.