იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“ ადენის ყურეში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „ლუის პულერზე“ თავდასხმა განახორციელეს
იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“ ადენის ყურეში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „ლუის პულერზე“ თავდასხმა განახორციელეს

იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“ ადენის ყურეში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „ლუის პულერზე“ თავდასხმა განახორციელეს. „ჰუსიტების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხომალდის წინააღმდეგ რაკეტა 28 იანვრის ღამეს ისროლეს.

„ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ სამიზნე გემის ამოცანაა იემენის წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილე აშშ-ის ძალების ლოგისტიკური მხარდაჭერა.

„ჰუსიტების“ განცხადების მიხედვით, იემენის შეიარაღებული ძალების ოპერაცია სამხედრო ღონისძიებების ნაწილია იემენის დასაცავად, ასევე გადაწყვეტილების დადასტურება ჩაგრული პალესტინელი ხალხის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

იემენის შეიარაღებული ძალები ადასტურებენ იემენის მიერ ისრაელის მხარდამჭერი ნავიგაციისთვის ხელის შეშლას, ვიდრე აგრესია არ დასრულდება და ღაზის ბლოკადა არ მოიხსნება.

„ლუის პულერი“ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი საექსპედიციო მობილური ბაზის პირველი ხომალდია, რომელიც ექსპლუატაციაში 2017 წელს, ბაჰრეინში შევიდა.