მედიის ცნობით, იაპონიაში ოთხი მინისტრი კორუფციული სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა
მედიის ცნობით, იაპონიაში ოთხი მინისტრი კორუფციული სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა

იაპონიაში რამდენიმე მინისტრი კორუფციული სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, სკანდალი უკავშირდება შემოწირულობების კამპანიას, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 500 მილიონი იენის (3,4 მლნ დოლარი) ოდენობის მიღება შესაბამისი წესით არ დარეგისტრირდა. „ბიბისის“ ცნობით, გამოძიებას ტოკიოს პროკურატურა აწარმოებს.

თანამდებობები დატოვეს მინისტრთა კაბინეტის მთავარმა მდივანმა და მთავრობის უმაღლესმა სპიკერმა, ჰიროკასუ მაცუნომ, ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრმა, იასუტოში ნიშიმურამ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯუნჯი სუძუკიმ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა იჩირო მიაშიტამ.

როგორც მედია წერს, მათი შემცვლელების ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

გარდა ამისა, თანამდებობა დატოვა იმავე ფრაქციის ხუთმა უფროსმა ვიცე-მინისტრმა და საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა.

„ბიბისი“ წერს, რომ ფრაქციამ, სავარაუდოდ, არ დაარეგისტრირა ასობით მილიონი იენის თანხის შემოსავალი.