მედიის ცნობით, „ჰამასმა“ რუსეთის მოქალაქეობის მქონე ორი მძევალი ვლადიმერ პუტინისადმი პატივისცემის ნიშნად გაათავისუფლა
„ჰამასმა“ რუსეთის მოქალაქეობის მქონე ორი მძევალი გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ The Times of Israel-ი ავრცელებს.
ტყვეობაში მყოფებს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ისრაელის მოქალაქეობაც აქვთ და მათ წითელ ჯვარს გადასცემენ.
მედიის ცნობით, „ჰამასი“ აცხადებს, რომ ორი პირი ვლადიმერ პუტინისადმი პატივისცემის ნიშნად გაათავისუფლა.