მედიის ცნობით, „ჰამასი“ ისრაელს ტყვეების სიკვდილით დასჯით ემუქრება, თუ ისრაელი გააგრძელებს ღაზის დაბომბვას
ისრაელის მედიის ცნობით, „ჰამასი“ ისრაელს ტყვეების სიკვდილით დასჯით დაემუქრა, თუ ისრაელი გააგრძელებს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვასა და მკვლელობას.
როგორც ისრაელის მედია წერს, ამის შესახებ ჰამასის სპიკერმა განაცხადა.
„ამ წუთიდან ჩვენი ხალხისთვის ნებისმიერ დამიზნებას მოჰყვება მძევლების სიკვდილით დასჯა, რომელიც გადაიცემა ვიდეო და აუდიო საშუალებით. ჩვენ ვწუხვართ ამ გადაწყვეტილების გამო, მაგრამ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ისრაელს და მათ ხელმძღვანელობას“, – განაცხადა „ჰამასის“ სპიკერმა, აბუ ობეიდამ.