მედიის ცნობით, „გლობსეკის“ კვლევამ აჩვენა, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის სლოვაკების მხოლოდ 40 პროცენტს და ბულგარელების 46 პროცენტს სჯერა
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის სლოვაკების მხოლოდ 40 პროცენტს და ბულგარელების 46 პროცენტს სჯერა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მონაცემები, რომლებიც ამას ადასტურებს, მოიცავს ავტორიტეტული სლოვაკური ანალიტიკური ორგანიზაციის, „გლობსეკის“ კვლევას.
როგორც მედია წერს, ორგანიზაციამ დაუკვეთა წარმომადგენლობითი სოციოლოგიური კვლევა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რვა ქვეყანაში და ასევე შეადარა მისი შედეგები ერთი წლის წინ ჩატარებულ მსგავს კვლევას.
კვლევამ მოიცვა პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ჩეხეთი, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი და სლოვაკეთი.
მედიის ინფორმაციით, წლის განმავლობაში შესწავლილი ქვეყნების უმეტესობაში გაიზარდა ან თითქმის უცვლელი დარჩა მათი წილი, ვინც თანხმდება, რომ უკრაინაზე თავდასხმაზე უმთავრესად რუსეთი არის პასუხისმგებელი. როგორც მედია წერს, შარშან იყო მხოლოდ ერთი სახელმწიფო, სადაც ასეთ მოსაზრებას მხარი დაუჭირა მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებმა და ეს არის უნგრეთი. როგორც მედია წერს, ახლა უნგრეთის საზოგადოებამ შესამჩნევად შეიცვალა აზრი, ნახევარზე მეტს, უნგრელების 54 პროცენტს სჯერა რუსეთის ფედერაციის უსაფუძვლო თავდასხმის, თუმცა კიდევ ორი სახელმწიფოს, სლოვაკეთისა და ბულგარეთის მაჩვენებლები შეიცვალა.
მედიის ინფორმაციით, ბულგარეთში უკრაინაზე თავდასხმაში რუსეთის ფედერაციის დანაშაულის რწმენა 50 პროცენტიდან 46 პროცენტამდე დაეცა, სლოვაკეთში დინამიკა კიდევ უფრო უარყოფითია – ეს მაჩვენებელი 51 პროცენტიდან 40 პროცენტამდე დაეცა.