მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ინტერნეტსა და სატელეფონო სერვისებზე წვდომა შეფერხებულია
ღაზის სექტორში ინტერნეტსა და სატელეფონო სერვისებზე წვდომა შეფერხებულია. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ინტერნეტმონიტორინგის სერვისმა, Netblocks-მა „ტვიტერის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ ღაზაში ინტერნეტკავშირზე წვდომა შეფერხდა.
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციაში შიშობენ, რომ სატელეფონო სერვისებზე წვდომის შეფერების გამო ხალხი ვერ შეძლებს სასწრაფო დახმარების სამსახურთან დაკავშირებას.