მედიის ცნობით, ღაზის სექტორიდან ქალაქ ნეტივოტის მიმართულებით 30 რაკეტა ისროლეს, რომელთა უმრავლესობა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა
ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორია დაიბომბა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, არაბული ანკლავიდან ნასროლი რაკეტა ისრაელის სამხრეთში მდებარე ქალაქ ნეტივოტში საცხოვრებელ სახლს დაეცა.
ადგილობრივი სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მხოლოდ შენობა დააზიანა.
ისრაელის მედია წერს, რომ ღაზის სექტორიდან ქალაქ ნეტივოტის მიმართულებით 30 რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმრავლესობა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.