მედიის ცნობით, ღაზას სექტორში ისრაელის საავიაციო და საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 197-მდე გაიზარდა
მედიის ცნობით, ღაზას სექტორში ისრაელის საავიაციო და საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 197-მდე გაიზარდა

ღაზას სექტორში ისრაელის საავიაციო და საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 197-მდე გაიზარდა. ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 58 ბავშვია. მხოლოდ ბოლო ერთ დღეში არაბულ ანკლავში მიმდინარე დაბომბვას 42 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ათი ბავშვი.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი არ იყო განზრახული, რადგან თვითმფრინავები თავს დაესხნენ „ჰამასის“ მებრძოლების გვირაბის სისტემას, რომელიც ჩამოინგრა და შემდეგ სახლებიც დაანგრია.

250-ზე მეტი დაშავებული ადამიანი ღაზას სექტორიდან სამკურნალოდ ეგვიპტეში გადაიყვანეს. ერთკვირიანი სამხედრო დაპირისპირების შედეგად, ღაზას სექტორში საერთო ჯამში 1 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.