მედიის ცნობით, გერმანიის ქალაქებში პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საწინააღმდეგო აქციები გრძელდება და ათასობით ადამიანია შეკრებილი
მედიის ინფორმაციით, გერმანიის ქალაქებში მემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წინააღმდეგ ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
ქვეყანაში უკვე მეორე კვირაა, აქციები იმართება მას შემდეგ, რაც პარტიის წევრები მემარჯვენე ექსტრემისტებთან შეხვედრასა და ამ შეხვედრაზე წარმოშობით უცხოელი გერმანიის მოქალაქეების ქვეყნიდან იძულების წესით გაძევების საკითხის განხილვაში ამხილეს.
ბერლინში გამართულ დემონსტრაციას 350 000-მდე ადამიანი ესწრებოდა. ასევე, აქციები გაიმართა კელნში, მიუნხენსა და დრეზდენში. საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით აქციებში 1.4 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა.