მედიის ცნობით, გერმანიაში მიგრანტების საგადახდო ბარათების ერთიან სტანდარტზე შეთანხმდნენ, სოციალური შემწეობის ნაწილი მიგრანტებს ბარათებზე დაერიცხებათ
მედიის ცნობით, გერმანიაში მიგრანტების საგადახდო ბარათების ერთიან სტანდარტზე შეთანხმდნენ. მიგრანტებს სოციალური შემწეობის ნაწილი, ნაღდი ფულის ნაცვლად, სადებეტო ბარათებზე დაერიცხებათ. ბარათის ახალ ფორმატზე გერმანიის 16 ფედერალური მიწიდან 14 შეთანხმდა.
საუბარია ბარათებზე, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული საბანკო ანგარიშთან და მათი გამოყენება მთელი გერმანიის მასშტაბით სხვადასხვა მომსახურების დასაფარად იქნება შესაძლებელი. ამასთან, ამ ბარათების გამოყენება შეუძლებელი იქნება საზღვარგარეთ.
ამასთან, ამ ბარათიდან თანხის გადარიცხვა შეუძლებელი იქნება. მიგრანტების საგადახდო ბარათები ზაფხულიდან ამოქმედდება.