მედიის ცნობით, გერმანიაში ჩატარებული რეიდისას დააკავეს ათი პირი, რომლებიც მიგრანტებს უკანონოდ უზრუნველყოფდნენ ბინადრობის უფლებით, სანაცვლოდ კი სოლიდურ თანხებს იღებდნენ
მედიის ცნობით, გერმანიაში ჩატარებული რეიდისას დააკავეს ათი პირი, რომლებიც მიგრანტებს უკანონოდ უზრუნველყოფდნენ ბინადრობის უფლებით, სანაცვლოდ კი სოლიდურ თანხებს იღებდნენ

გერმანიაში ჩაატარეს მასშტაბური რეიდი, რომლის დროსაც ათი პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით, ისინი საერთაშორისო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, დაკავებული პირები მიგრანტებს უკანონოდ უზრუნველყოფდნენ გერმანიაში ბინადრობის უფლებით, სანაცვლოდ კი სოლიდურ თანხებს იღებდნენ.

პოლიციის ცნობით, ამ სქემით გერმანიაში ბინადრობის უფლებას ძირითადად ჩინეთის მოქალაქეები ყიდულობდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები საიმიგრაციო სამსახურების თანამშრომლებს ქრთამს აძლევდნენ.

გავრცელებული ცნობით, სპეცოპერაციის ფარგლებში 1 000-ზე მეტმა პოლიციელმა 101 სახლი და ოფისი გაჩხრიკა. რეიდები გერმანიის რვა რეგიონში ჩატარდა, მათ შორის, ბერლინში, ჰამბურგსა და ბავარიაში.

დაკავებულებს შორის ორი იურისტია. ამოღებულია დიდი რაოდენობით ნაღდი ფული.