მედიის ცნობით, გერმანია უკრაინას „ლეოპარდ 1“-ის ტიპის 88 ტანკს მიჰყიდის
გერმანია უკრაინას „ლეოპარდ 1“-ის ტიპის 88 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკების ძველ მოდიფიკაციაზე.
როგორც გერმანული მედია წერს, უკრაინა ამ ტექნიკას რემონტის შემდეგ მიიღებს.
ამასთან, როგორც ცნობილი ხდება, კიევი „ლეოპარდ 1“-ის ტანკებს უფასოდ არ მიიღებს, არამედ გერმანელი მწარმოებლისგან შეისყიდის. ეს უკრაინას დაახლოებით 100 მილიონი ევრო დაუჯდება.
ამასთან ერთად, გერმანია ასევე განიხილავს კატარისგან გერმანული 15 თვითმავალი საზენიტო დანადგარის, „გეპარდის“ გამოსყიდვას და უკრაინისთვის გადაცემას.
მანამდე, გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ გასცემს ნებართვას უკრაინისთვის „ლეოპარდ 2“-ის ტიპის 80 გერმანული ტანკის გადაცემის შესახებ, მათ შორის 14 ტანკს კიევი უშუალოდ გერმანიისგან მიიღებს.