მედიის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა უკრაინის მიმართულებით ოთხი სარაკეტო და 53 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, არიან დაღუპულები და დაჭრილები
მედიის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა უკრაინის მიმართულებით ოთხი სარაკეტო და 53 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, არიან დაღუპულები და დაჭრილები

გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა უკრაინის მიმართულებით ოთხი სარაკეტო და 53 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. მედიის ცნობით, ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 40-ჯერ დაბომბეს უკრაინის სხვადასხვა დასახლება მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

როგორც მედია უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით წერს, არიან დაღუპულები და დაჭრილები, განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსები და ინფრასტრუქტურა.

ღამის განმავლობაში რუსეთმა 23-ჯერ დაბომბა სუმის რეგიონი, დაფიქსირებულია 138 აფეთქება, რის შედეგადაც დაზიანდა სახლები, მაღაზიები. მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.

მედიის ინფორმაციით, უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია.