მედიის ცნობით, ფინეთში ნატო-ს სახმელეთო ძალების შტაბბინა განთავსდება
ფინეთში ნატო-ს სახმელეთო ძალების შტაბბინა განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, ფინეთში ნატო-ს შტაბბინის გახსნის გეგმა მათ ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილ გრამმა გაუმხილა.
„ველოდებით, რომ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ვიქნებით ერთიანი თავდაცვის გეგმის ნაწილი და ერთი მეთაურობის ქვეშ. შესაბამისად, გვექნება ერთიანი თავდაცვა და შეკავება“, – აღნიშნა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა.
მედიის ცნობით, შტაბბინა ფინეთის სამხრეთში, ქალაქ მიკელში განთავსდება და აშშ-ის ქალაქ ნორფოლკის გაერთიანებული ძალების სარდლობას დაემორჩილება. გეგმის თანახმად, ახალ შტაბბინაში ნატო-ს წევრი ქვეყნების 300-ზე მეტ ოფიცერს გააგზავნიან.
როგორც ფინური მედია წერს, ახალი შტაბბინის საკითხს ალიანსის წევრები ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე განიხილავენ.