მედიის ცნობით, ფილადელფიაში, მეჩეთთან, რამადანის დღესასწაულის დასრულების აღნიშვნის დაწყებამდე სროლის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა
ფილადელფიაში, მეჩეთთან, რამადანის დღესასწაულის დასრულების აღნიშვნის დაწყებამდე სროლის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
სროლა ფილადელფიაში, ეიდ ალ-ფიტრის მეჩეთის გარეთ მოხდა.
როგორც მედია წერს, სულ მცირე, ერთი დაშავებული ბავშვი ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
პოლიციის ცნობით, სროლის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ოთხი ადამიანი.
ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.