მედიის ცნობით, ევროკავშირმა შეიმუშავა ათპუნქტიანი გეგმა ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის სანდო, ყოვლისმომცველი გადაწყვეტისთვის
მედიის ცნობით, ევროკავშირმა შეიმუშავა ათპუნქტიანი გეგმა ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის სანდო, ყოვლისმომცველი გადაწყვეტისთვის

ევროკავშირმა შეიმუშავა ათპუნქტიანი გეგმა ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის „სანდო, ყოვლისმომცველი გადაწყვეტისთვის“, – ამის შესახებ „ევროაქტივი“ წერს.

„ამჟამინდელი სიტუაციის გათვალისწინებით და აშკარა სირთულეების, გაურკვევლობის მიუხედავად, დროა, მოვემზადოთ ისრაელ-პალესტინის ყოვლისმომცველი მშვიდობისთვის“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

როგორც მედია წერს, დოკუმენტში ის ნაბიჯებია დასახელებული, რომლებსაც ღაზის სექტორში საბოლოო მშვიდობის მოტანა შეუძლია, ასევე პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის ურთიერთობების ნორმალიზება.

ევროკავშირის სამშვიდობო იდეის მთავარი ნაწილი „სამშვიდობო კონფერენციაა“ ევროკავშირის, აშშ-ის, ეგვიპტის, იორდანიის, საუდის არაბეთის, არაბული ქვეყნების ლიგისა და გაერო-ს მონაწილეობით.

სამშვიდობო კონფერენციას ექნება ერთი წელი სამშვიდობო გეგმის ჩარჩოს შესაქმნელად, ყველა ჩართული მხარის გამოხმაურების, გაერო-ს რეზოლუციების, ევროპის საბჭოს დასკვნებისა და წინა შუამავლობის მცდელობების გათვალისწინებით. ამის შემდეგ გეგმა წარედგინება „კონფლიქტის მხარეებს“ და გამოყენებული იქნება საბოლოო მოლაპარაკებების ძირითად საფუძვლად.