მედიის ცნობით, ესტონეთი საჰაერო თავდასხმებისთვის განკუთვნილ 100 მილიონი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალას შეიძენს
ესტონეთი საჰაერო თავდასხმებისთვის განკუთვნილ 100 მილიონი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალას შეიძენს. ესტონური მედიის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა კონტრაქტს ისრაელის კომპანიასთან, რომელიც მაღალტექნოლოგიური იარაღის წარმოებითაა დაკავებული. კერძოდ, საუბარია ახალი თაობის „კამიკაძე დრონებზე“, რომლებიც აღჭურვილია დამიზნების მაღალხარისხიანი, ელექტრო-ოპტიკური სისტემით.
კონტრაქტის მიხედვით, ესტონეთს გადაეცემა დიდი რაოდენობით სპეციალური საჰაერო თავდასხმის საბრძოლო მასალა, რომელიც ფარული პოზიციებიდან სროლის შესაძლებლობას გაზრდის. აღნიშნული სისტემები თავდასხმითვის გამოიყენება თურქეთში, აზებაიჯანსა და ისრაელში.
ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყანა თანამედროვე სისტემებს 2024 წლიდან მიიღებს, რის შემდეგაც დაიწყება პერსონალის წვრთნები.
მედიის ცნობით, ესტონეთმა ასევე შეიძინა საარტილერიო სარაკეტო კომპლექსი „ჰაიმარსიც“. გაფორმებული შეთანხმების ზუსტ დეტალებს ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში არ ასაჯაროებენ.