მედიის ცნობით, ერევანში ოპოზიციის აქციაზე ათობით დემონსტრანტი დააკავეს
მედიის ცნობით, ერევანში ოპოზიციის აქციაზე ათობით დემონსტრანტი დააკავეს

სომხური მედიის ინფორმაციით, ერევანში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე ათობით დემონსტრანტი დააკავეს. აქციები სომხეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან, რომლითაც მთიანი ყარაბაღის ზონაში საბრძოლო მოქმედებები დასრულდა.

დემონსტრაციაზე დაკავებული ოპოზიციონერები და 60 აქტივისტი სამართალდამცველებმა პოლიციაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, მათი უმეტესობა გაათავისუფლეს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმება სომხეთის ეროვნულ ინტერესებს არ პასუხობს. მათი თქმით, ფაშინიანმა სახელმწიფო ინტერესები უგულებელყო და ტერიტორიები აზერბაიჯანს დაუთმო. მათივე თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა უნდა გადადგეს.