მედიის ცნობით, ერევანში, მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე 286 პირი დააკავეს
მედიის ცნობით, ერევანში, მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე 286 პირი დააკავეს

სომხეთის დედაქალაქში დღეს, მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე 286 ადამიანი დააკავეს. ერევნის პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლის საფუძველზე ხდება.

სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერის, იშხან საგათელიანის განცხადებით, ერევანში პოლიციის განყოფილებები გადავსებულია.

მანამდე, პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. სომხური მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ტროტუარებზე მდგარი მოქალაქეების დაკავება დაიწყო, მოქალაქეებმა კი, წინააღმდეგობა გაუწიეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყარაბაღის ომში დაღუპული ჯარისკაცების ახლობლებმა სააპელაციო სასამართლოს მიმდებარე ქუჩა გადაკეტეს.