მედიის ცნობით, ერევანში აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩის გადაკეტვა სცადეს, დაკავებულია 70-მდე ადამიანი
ერევანში ოპოზიციის საპროტესტო აქცია დღეს დილიდან განახლდა. სომხური მედიის ცნობით, დედაქალაქში აქტივისტებმა კვლავ სცადეს რამდენიმე ქუჩის გადაკეტვა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა ნაწილი დააკავეს. სხვადასხვა ცნობით, დაკავებულია 70-მდე ადამიანი.
როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, ისინი საყოველთაო დაუმორჩილებლობას გააგრძელებენ, ვიდრე სომხეთის პრემიერ-მინისტრი და მისი მინისტრთა კაბინეტის წევრები არ გადადგებიან.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები სომხეთის დედაქალაქში პირველ მაისს დაიწყო. აქტივისტები საფრანგეთის მოედანზე არიან შეკრებილი. მათ ნაწილს კარვები აქვს გაშლილი, სადაც ორი ღამე გაათენეს. გუშინ აქციაზე პოლიციამ დააკავა 250 ადამიანი.