მედიის ცნობით, ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის მცდელობა აღკვეთეს
ერაყის ტერიტორიაზე მდებარე „აინ ალ-ასადის“ სამხედრო ბაზაზე, სადაც შეერთებული შტატების სამხედრო დანაყოფები არიან დისლოცირებულები, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის მცდელობა აღკვეთეს.
ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს.
ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ორი დრონი ჩამოაგდო.
„აინ ალ-ასადის“ ბაზა დედაქალაქ ბაღდადიდან 160 კილომეტრში მდებარეობს. ეს არის ერთადერთი ბაზა ერაყში, სადაც აშშ-ის ხელმძღვანელობით საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ძალები კვლავ იმყოფებიან.