მედიის ცნობით, ერაყში, ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ ძალებზე აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა
მედიის ცნობით, ერაყში, ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ ძალებზე აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა

ერაყში, ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ ძალებზე აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ თავდასხმები მიზნად ისახავდა სამი ობიექტის განადგურებას, რომლებსაც იყენებდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი „კატაიბ ჰეზბოლა“ და სხვა დაჯგუფებები.

ოსტინმა განცხადებაში თქვა, რომ თავდასხმები „პირდაპირი პასუხია აშშ-ისა და კოალიციის პერსონალის წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში განხორციელებული თავდასხმების სერიაზე“ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ.

„აშშ-ის პრეზიდენტსა და მე არ მოგვერიდება, მივიღოთ აუცილებელი ზომები ჩვენი ინტერესების დასაცავად. ჩვენ არ ვცდილობთ კონფლიქტის ესკალაციას რეგიონში. ჩვენ სრულად მზად ვართ, მივიღოთ შემდგომი ზომები ჩვენი ხალხისა და ობიექტების დასაცავად. ჩვენ მოვუწოდებთ ამ ჯგუფებს და მათ ირანელ სპონსორებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს თავდასხმები“, – აღნიშნა ოსტინმა.

დაჯგუფება „კატაიბ ჰეზბოლას“ ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაღუპული მათი მებრძოლი იყო.