მედიის ცნობით, ერაყში აშშ-ის საჰაერო დარტყმის შედეგად ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების ხუთი მებრძოლია მოკლული
ერაყში აშშ-ის საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლულია ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების ხუთი მებრძოლი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ერაყის უსაფრთხოების ძალებიდან სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, აშშ-ის საჰაერო დარტყმა ქალაქ კირკუკთან მაშინ განხორციელდა, როდესაც ისინი ერაყში ამერიკულ ძალებზე თავდასხმისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობების გასაშვებად ემზადებოდნენ.
როგორც „როიტერსი“ წერს, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში დაადასტურეს, რომ განხორციელდა თავდაცვითი დარტყმა გარდაუვალ საფრთხეზე.