მედიის ცნობით, დონეცკის რეგიონში რუსეთის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა
რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში, დონეცკის რეგიონში, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.
როგორც უკრაინული მედია წერს, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და სამეურნეო შენობები.
როგორც დონეცკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ფილაშკინმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ფრაგმენტი ხუთსართულიან საცხოვრებელს მოხვდა.
„ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, ადამიანები არიან, მაგრამ უსაფრთხოებიდან გამომდინარე სამძებრო სამუშაოები ჯერჯერობით შეუძლებელია“, – განაცხადა ფილაშკინმა.