მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი პანდემიის განმავლობაში ნიღბით პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში [ვიდეო]

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პანდემიის განმავლობაში ნიღბით პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში, – ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება.

მედიის ცნობით, ტრამპმა ნიღაბი ვაშინგტონთან მდებარე სამხედრო-სამედიცინო ცენტრის დათვალიერების დროს გაიკეთა.

„არასდროს ვყოფილვარ ნიღბის წინააღმდეგი, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი დრო და ადგილი“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას და აღნიშნა, რომ ნიღბის ტარება საჭიროა ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაჭრილი სამხედროები მკურნალობენ.