მედიის ცნობით, „დიდმა შვიდეულმა“ უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის გადაცემასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის გადაცემასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, – როგორც ფრანგული მედია წერს, ამის შესახებ ელისეის სასახლეში განაცხადეს.
მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილება ოფიციალურად „დიდი შვიდეულის“ სამიტზე იქნება მიღებული, რის შემდეგაც ქვეყნებს მოუწევთ ტექნიკური მხარეების განსაზღვრა.
როგორც ცნობილია, უკრაინა სესხის სახით მიიღებს 50 მილიარდ დოლარს, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების ხარჯზე იქნება დაფარული. თანხას უკრაინა 2024 წლის ბოლომდე მიიღებს.