მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა სურვილი გამოთქვა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა სურვილი გამოთქვა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს მას შემდეგ, რაც იენს სტოლტენბერგს ამ პოსტზე ყოფნის ვადა ამოეწურება.
„ნატო-ს გენერალური მდივნობა ფანტასტიკური სამუშაო იქნებოდა, ხოლო ნატო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი ჩვენი უსაფრთხოებისთვის. მოხარული ვიქნები, ჩემი წვლილი შევიტანო იმაში, რომ მშვიდად ძილის გარანტია მოგცეთ“, – განაცხადა თავდაცვის მდივანმა.
დანიშვნის შემთხვევაში, ბენ უოლესი გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი გენერალური მდივანი, რომელიც დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი იქნება. ამ თანამდებობის დაკავების სურვილი დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმაც გამოთქვა.
შეგახსენებთ, ნატო-ს ამჟამინდელ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რომელიც ამ თანამდებობაზე 2014 წლის პირველი ოქტომბრიდან იმყოფება, უფლებამოსილების ვადა გასულ წელს ამოეწურა, მაგრამ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გამო 2023 წლის 30 სექტემბრამდე გაუხანგრძლივდა.