მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთი ისრაელის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო ხომალდებსა და სათვალთვალო თვითმფრინავებს გაგზავნის
მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთი ისრაელის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო ხომალდებსა და სათვალთვალო თვითმფრინავებს გაგზავნის

დიდი ბრიტანეთი ისრაელის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო ხომალდებსა და სათვალთვალო თვითმფრინავებს გაგზავნის, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

„ჩვენი სამხედრო და დიპლომატიური გუნდები მთელ რეგიონში მხარს დაუჭერენ საერთაშორისო პარტნიორებს უსაფრთხოების აღსადგენად და „ჰამასის“ ტერორისტების ბარბაროსული თავდასხმის შედეგად ათასობით უდანაშაულო მსხვერპლის ჰუმანიტარულ დახმარებას უზრუნველყოფენ“, – განაცხადა სუნაკმა.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამეფო საჰაერო ძალები (RAF) დაიწყებს პატრულირებას, რათა „დაეხმაროს პარტნიორებს, რეგიონული უსაფრთხოებისთვის თვალყური ადევნონ წარმოშობილ საფრთხეებს, როგორიცაა იარაღის გადაცემა ტერორისტული ჯგუფებისთვის“.