დიდ ბრიტანეთში მატარებლების მემანქანეების გაფიცვის გამო, სარკინიგზო მიმოსვლის მნიშვნელოვან მარშრუტებზე შეფერხებებია მოსალოდნელი. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.
მემანქანეები ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მესამედ გაიფიცნენ.
როგორც მედია წერს, გაფიცვა მომსახურების შემცირებას გამოიწვევს რამდენიმე მარშრუტზე, განსაკუთრებით ინგლისის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
მემანქანეები აცხადებენ, რომ ისინი იმედგაცრუებულები არიან, რადგან მათი ანაზღაურების საკითხზე შეთანხმება ისევ არ არის მიღწეული.